Another advertisement
აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დაღუპულია ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
შემთხვევის ადგილზე 15 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ამ ეტაპზე, დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.