Another advertisement
აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 7,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა.
“ჰუმანიზმის პრინციპზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას”.
ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნული ფული გამოყოფილია უკრაინისთვის ელექტროაღჭურვილობის შესასყიდად და გასაგზავნადუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა რამდენჯერმე გაგზავნა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება.