ბალანსი და ონლაინ ვაჭრობის პლატფორმები დამეგობრდნენ!
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ, ელექტრონული კომეციის პლატფორმების უმეტესობა კვლავ იბრძვის მათ პლატფორმაზე აქციების, ნაშთებისა და ფასების შესახებ სავაჭრო კომპანიებისგან დროული და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად.კომპანიები ყიდიან ელექტრონული კომერციის პლატფორმის მიღმაც, შესაბამისად, მათ უწევთ მუდმივად ცვალებადი ნაშთები ექსელის დოკუმენტით, ხშირად დღეში რამდენჯერმე გადააწერონ. გარდა იმისა, რომ დიდი უხერხულობაა, ის ზრდის არასწორი ინფორმაციის გამოტანის შანსს ვებსაიტზე. უკმაყოფილო მომხმარებელი ყველას დანაკარგია.ინტეგრაციის განხორციელების შემდეგ, კომპანიები, რომლებიც იყენებენ პროგრამა ბალანსს, რეალურ დროში შეძლებენ გაცვალონ ინფორმაცია ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებთან შესყიდვების, რეზერვების, ფასებისა და ნაშთების შესახებ. მეორეს მხრივ, ელექტრონული კომერციის პლატფორმები მიიღებენ სწორ ინფორმაციას ამ კომპანიებისგან უწყვეტი ელექტრონული ვაჭრობისთვის.ბალანსი მცირე და საშუალო კომპანიებს მხარს 2004 წლიდან უჭერს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო, რომ კომპანიებისთვის გაგვემარტივებინა იკომერს პლატფორმებზე მუშაობა