Another advertisement
რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში? – დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი, ირანის თავდასხმაზე ისრაელის პასუხს განიხილავენ – ინფორმაციას მედია ავრცელებს.
პარალელურად, რეგიონში სამხედრო მოქმედებები არ წყდება. ლიბანის ტერიტორიიდან, ისრაელის მიმართულებით დღეს ორი რაკეტა გაუშვეს, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ჩამოგდება ჰაიფას მიმდებარედ შეძლო. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ, ისრაელზე ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლას” თავდასხმის გამო, შესაძლოა, ლიბანი ისეთივე ნგრევის წინ აღმოჩნდეს, როგორც ეს ღაზის სექტორში მოხდა.
ლიბანზე ისრაელის იერიშებს გასული დღე-ღამის განმავლობაში 36 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 150.