This is a specific ad

ბათუმში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩასული საკრუიზო ლაინერის მგზავრების წინააღმდეგ პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა

60

Another advertisement

ბათუმში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩასული საკრუიზო ლაინერის მგზავრების წინააღმდეგ პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა .

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა გურიაში, ზაზა ფაჩულიას და კომპანია „გალფის“ თანამშრომლობით, საკალათბურთო მოედნის გახსნის ღონისძიების შემდეგ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო“, – აღნიშნა დიპლომატმა.

დეგნანის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეები, როგორც ბათუმში, ისე სხვაგან არ მიესალმებიან ასეთ მოგზაურობას.

„ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს“, – თქვა კელი დეგნანმა

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულში BMW კომბაინს შეეჯახა
Öncəki yazı
მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის გრანდიოზული ცერემონია და საქართველოს წარდგენა – კადრები ჩინეთიდან