Another advertisement
ბათუმში, სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული 24 წლის ქალი კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის განმარტებით, პაციენტი კონტაქტურია, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“დიაგნოზი არის 25% სხეულის თერმული დამწვრობა, მეორე-მესამე ხარისხი დამწვრობითი შოკი, მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია”, – ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე.
შემთხვევა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე მოხდა. შაინიძეების 4-წევრიან ოჯახში ხანძარი გაჩნდა. სახლში დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ისინი სახლში გაეწერნენ.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.