This is a specific ad

“ბავ­შვი და­ჩხაპ­ნა და 10 დღის მერე ლეკ­ვი ცოფით მოკ­ვდა” – რა მდგომარეობაა გურჯაანის სოფლებში

67

Another advertisement

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის გახ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი სო­ფელ ჩა­ლა­უ­ბან­სა და მე­ლა­ან­ში შე­ნიშ­ნეს, რის შემ­დე­გაც სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან 90-მდე ძაღ­ლი გურ­ჯა­ა­ნის მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

თავ­შე­საფ­რის დი­რექ­ტო­რის, თე­მურ ზავ­რაშ­ვი­ლის თქმით, დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი 90 ძაღ­ლი­დან 14 მოკ­ვდა – მი­ზე­ზი ცო­ფია. მი­სი­ვე თქმით, და­ა­ვა­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ლეკვს და­უდ­გინ­და.

სოფ­ლებ­ში – მე­ლა­ან­სა და ჩა­ლა­უ­ბან­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცოფ­ზე აცრა და­ი­წყეს, ვი­საც და­ა­ვა­დე­ბულ ძაღ­ლებ­თან ბოლო დღე­ებ­ში კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა “მთა­ვარ არხთან“ მათი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

ერთ-ერ­თის თქმით, ძაღ­ლმა მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გა­კაწ­რა, რის შემ­დე­გაც ასაც­რე­ლად წა­იყ­ვა­ნეს. 10 დღის შემ­დეგ ძაღ­ლი ოჯა­ხის­თვის სა­ეჭ­ვო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოკ­ვდა, შემ­დეგ კი კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბას და­უ­კავ­შირ­დნენ.

ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს ჩა­უ­ტარ­და ან­ტი­რა­ბი­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია.

“ბავ­შვი და­ჩხაპ­ნა და მა­შინ­ვე წა­იყ­ვა­ნეს ასაც­რე­ლად. იქ გა­აფრ­თხი­ლეს, რომ დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ ძაღლს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და. 10 დღის მერე ლეკ­ვი მოკ­ვდა. და­ად­გი­ნეს, რომ ცოფი ჰქონ­და და მერე აც­რეს ყვე­ლა. ძაღ­ლი, კატა, სულ ყვე­ლა ერ­თად და­დი­ო­და. მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბიც წა­იყ­ვა­ნეს“, – აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი.

“ხალ­ხი ამ­ბობს, რომ ერთ ძაღლს ჰქონ­დაო. მო­ვიდ­ნენ, აც­რე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. ყვე­ლა წა­იყ­ვა­ნეს და აიცრ­ნენ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა აც­რეს,“ – აღ­ნიშ­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა ამი­რან ნა­თი­ძემ.

მი­უ­სა­ფა­რი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ინ­ტერ­მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი, თე­ი­მუ­რაზ ზავ­რაშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს:

“ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და მინ­და რომ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო – ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებ­თან მი­დი­ან კონ­ტაქ­ტზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არ იცი­ან ჯან­მრთე­ლია ის, თუ არა.

არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ძაღ­ლმა უკბი­ნოს ან და­კაწ­როს, და­დორბვლაც კი სა­ში­შია… ეს არის ტე­რი­ტო­რია ტყეს­თან ახ­ლოს, სა­დაც ბი­ნად­რო­ბენ გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ტურა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყოს, რო­გორც ჩანს, იქი­დან მოხ­და კონ­ტაქ­ტი“, – გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ ზავ­რაშ­ვილ­მა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სულგუნი მსოფლიოში 100 საუკეთესო ყველს შორის მოხვდა
Öncəki yazı
Polşada narahatlıq: Ölkə hibrid müharibə vəziyyətindədir