Another advertisement
თბილისის მერმა დღეს, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა. კახაკალაძის განცხადებით, ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის გაგრძელება იგეგმება.
„ვგეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას – ეს იქნება ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც ქავთარაძესა და ვაჟას ქუჩებს დააკავშირებს და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება”, – განაცხადა კალაძემ.