This is a specific ad

აშშ-ში, ავიაკატასტროფის ადგილას, 18 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს – სამძებრო ოპერაცია გრძელდება

15

Another advertisement

ბოლო მონაცემებით, ვაშინგტონში ავიაკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ფრენები შეჩერებულია.

ერთმანეთს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა.

შეჯახების შემდეგ, ავიალაინერის კორპუსი შუაზე გადატყდა, შემდეგ ორივე საჰაერო ხომალდი მდინარეში ჩავარდა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რაც მოხდა, საშინელებაა. “ეს არ უნდა მომხდარიყო”, – აღნიშნავს ტრამპი. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მაშველებსა და ექიმებს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნას ვუჭერთ მხარს, რომელიც სასარგებლო იქნება, მათ შორის საქართველოსთვისაც, აზერბაიჯანისგან დადებით პასუხს ველოდებით – არარატ მირზოიანი
Öncəki yazı
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი