This is a specific ad

აშშ-მა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

62

Another advertisement

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველომ რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. მასში 13 ფიზიკური და 20 იურიდიული პირი მოხვდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სანქციები რუსეთის, ბელარუსის, ასევე ბელგიის, ნიდერლანდების და შვედეთის მოქალაქეებს დაუწესდათ.

სიაში რამდენიმე ბელარუსი ბიზნესმენი აღმოჩნდა, რომლებსაც ალექსანდრე ლუკაშენკოს „საფულეებს“ უწოდებენ. ასევე სანქციები ბელარუსის „წითელი ჯვრის“ საზოგადოების გენერალურ დირექტორს, დიმიტრი შევცოვს დაუწესდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციაში ადანაშაულებს.

სანქციები დაუწესდა ასევე ბელარუსის კომპანიებს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის დარგთან არიან დაკავშირებულები. ასევე კვიპროსის, ბელგიის, ნიდერლანდების და ჩინეთის სხვადასხვა სტრუქტურის წინააღმდეგ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციათა სიაში მოხვედრის შემდეგ ამ კომპანიების აქტივები შეერთებულ შტატებში იყინება, ხოლო კომპანიებს მათთან ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
მარნეულელმა მკლაჭიდელებმა, აჭარის ღია პირველობაზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
Öncəki yazı
გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა – დიახ!