This is a specific ad

აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს

28

Another advertisement

აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაში დახმარების მიწოდების შეზღუდვა და პალესტინელი ხალხის ტანჯვა.

„შეერთებული შტატები შეშფოთებულია ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში არსებული სიტუაციით. ჩვენ განსაკუთრებით გვაღელვებს, რომ პალესტინელ ხალხს არ აქვთ უსაფრთხო წასასვლელი ადგილი. უკვე არის შემაშფოთებელი ანგარიშები სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების შესახებ, სადაც 1.5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იმყოფება.

ეს კატასტროფული პირობები თვეების წინ იყო ნავარაუდები და ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები ამის გასაკეთებლად. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ ისრაელის მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებით, რომელიც ზღუდავს დახმარების მიწოდებას ღაზაში“, – აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ – იმიტომ ვამბობთ – მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ – მამუკა მდინარაძე
Öncəki yazı
როგორი ამინდი იქნება 11 ოქტომბრამდე საქართველოში