This is a specific ad

„აშშ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს“ – ნარიშკინი

40

Another advertisement

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები და მისი “სატელიტები” ცდილობენ, გაყინონ დნესტრისპირეთისა და სხვა კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე, გახსნან “მეორე ფრონტი” აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.”პოსტსაბჭოთა სივრცის შერყევის მცდელობისას, შეერთებული შტატები და მისი სატელიტები ცდილობენ დნესტრისპირეთის კონფლიქტი გალღობას, მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამიერკავკასიაში არასტაბილურობის სტიმულირებასა და ავღანეთის ფაქტორის გამოყენებას, როგორც ინსტრუმენტს ცენტრალურ აზიაში ვითარებაზე გავლენის მოხდენის მიზნით…მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესის განვითარებასთან ერთად, გაიზრდება შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მცდელობების აგრესიულობა თანამეგობრობის სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის“, – განაცხადა ნარიშკინმა დსთ-ს ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანოების სხდომაზე.შეგახსენებთ, რომ ნარიშკინი 2023 წლის აპრილშიც ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოს “აიძულებს” რუსეთთან კონფლიქტში შესვლასა და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
“თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია“ – პატარა ლაზარეს, რომელიც პიტბულმა დაკბინა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
Öncəki yazı
Ge • Az მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს შაბან მამედოვს მორიგ საერთაშორისო წარმატებას-Marneuli Munisipaliteti Özünüidarəetməsi Şaban Məmmədovu, qazandığı növbəti beynəlxalq uğur münasibətilə təbrik edir