This is a specific ad

აშუღ ნურათდინ კასუმლის 85 წლის იუბილე

79

Another advertisement

დღეს მარნეულის მერიის და QafqazTurk Media-ს მხარდაჭერით, ქართველ აზერბაიჯანელთა კონგრესისა და საზინ-სოზუნ ბუტასის ორგანიზაციის ორგანიზებით, ოსტატი აშიქის, დიდი ხელოვანის ნურეთინ გასიმლის 85 წლის იუბილე გაიმართა. QafqazTürk.com ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიება ოსტატის მშობლიურ სოფელში, კასუმლოში გაიმართა. ღონისძიებას მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რესურსცენტრის ხელმძღვალი ხანალი კახრამანოვი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები: დმანისის, ბოლნისის, გარდაბნის, რუსთავის და სხვ. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი, ჯავიდ მაჰარამოვი, GAK-ისა და QafqazTürk Media-ის თანამშრომლები, სოფლის მოსახლეობა, სოფელ გასიმლის სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ხელოვანები.

სიტყვით გამოვიდა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი, რომელმაც საიუბილეო ღონისძიება გახსნა.

GAK-ის თავმჯდომარემ სიტყვის გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას გააცნო აშუღის გავლილი გზა. სიტყვით გამოვიდნენ აგრეთვე: მარნეულის მერი ქენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და პარლამენტის ორგზის არჩეული დეპუტატი რამიზ ბაქიროვი. სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს აშუღ ნურედინ კასიმლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, მათ ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი მოგონებები. საიუბილეო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის კულტურის სახლის ხელოვანებმაც, რომელთა მხრიდანაც შესრულებულ იქნა ქართული ხალხური მუსიკა, ასევე ბავშვთა ჯგუფი, რომელთაც ქართული ეროვნული ცეკვა, “აჭარული” შეასრულეს.

ბორჩალის მუსიკოსები ოსტატის სიტყვებზე დაწერილ ეთერებს უკრავდნენ.ღონისძიების დასასრულს მკითხველს საზინ-სოზუნ ბუტას აშუღის ცხოვრებაზე და მის შემოქმედებაზე დაწერილი წიგნები დაურიგდა.

Kateqoriya: Ədəbiyyat, Maraqlı
Sonrakı yazı
Nobel Sülh Mükafatının təqdimetmə mərasimi keçirilib
Öncəki yazı
Aşıq Nurəddin Qasımlının 85 illik yubileyi – FOTOLAR