Another advertisement
მაჰარამის თვესთან დაკავშირებით შიიტი მუსლიმები, ტრადიციული გლოვის რიტუალს – აშურას ასრულებენ.
აშურა წარმოადგენს იმ ბრძოლის გახსენებას, რომელიც 680 წელს მოხდა ქარბალაში, დღევანედელი ერაყის მიწა-წყალზე. ამ ბრძოლაში შუამავალი მუჰამედის შვილიშვილი ჰუსეინი და მისი 72 მხლებელი ვერაგულად იქნენ წამებული
მუსლიმები, განსაკუთრებით შიიტური ტრადიციის მიმდევართა შორის, მუჰარამის თვის პირველ ათ დღეს ქარბალაში მომხდარ ტრაგედიას გლოვობენ. იმამ ჰუსეინის მოწამეობა სიმბოლო არის ღალატისა და უსამართლობისა, მეორე მხრივ, ის სიმბოლოა ყველა იმ ტკივილისა და ემოციური ტანჯვისა, რომელსაც უდანაშაულოდ ჩაგრული ადამიანი განიცდის ყველა თაობაში.