This is a specific ad

აქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში STEM ოლიმპიადაზე 200-მდე სკოლა დარეგისტრირდა

41

Another advertisement

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს – STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას, STEM მიმართულებით ცოდნის მიღებასა და მათ განვითარებას. STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. მასში მონაწილეობის მიღების სურვილი 200-მდე სკოლამ გამოთქვა. თითოეულმა კი ოლიმპიადაზე საასპარეზოდ 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარადგინა. ოლიმპიადაში მონაწილეობას VII-XI კლასის 1000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს და ისინი ერთმანეთს ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის საგნებში შეეჯიბრებიან. სკოლის შენობაში საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით გაიხსნება. მეორე-მესამე ადგილის მფლობელებს კი ლეპტოპები და პლანშეტები გადაეცემათ

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ერდოღანი: თურქეთსა და საბერძნეთს შორის არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია
Öncəki yazı
ქართული ტრადიციული გემრიელობა ლობიანი