This is a specific ad

ასაკობრივი აგრესია – როგორ ვლინდება და რა ვიღონოთ მის წინააღმდეგ?

9

Another advertisement

ხშირად მშობლებმა არ იციან, რომ პატარა ბავშვის უმართავი საქციელი სულაც არ არის საგანგაშო. ეს უბრალოდ პატარას განვითარების ერთ-ერთი საფეხურია. სწრაფად გავიდა ცხოვრების პირველი წელი. ჩვენ უკვე დიდები ვართ და ქვიშაში სათამაშოდაც წავედით! ხშირად სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე იწყება პრობლემები. პატარა, რომელიც აქამდე ანგელოზად მიგვაჩნდა, გასაოცარ თვისებებს ამჟღავნებს – ნიჩაბს ურტყამს ხუჭუჭა ბიჭს, ცდილობს, ფორმა წაართვას, როცა წინააღმდეგობას აწყდება, კბენაზე გადადის… თან ამ ყველაფერს ტირილი და ისეთი ყვირილი ახლავს, რომ ტარზანი მონაგონიაროგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია პატარა ბავშვის აგრესიულ ქმედებაზე? უპირველეს ყოვლისა, პატარა ხელში აიყვანეთ და კონფლიქტის ზონას მოაცილეთ. მსგავს ქმედებას აქვს საფუძველი – სანამ პატარა ხედავს სასურველ საგანს ან თანატოლს, რომელსაც წუთის წინათ ეჭიდებოდა, ის ვერ დამშვიდდება. იცოდეთ, რომ სანამ ბავშვი ემოციებს აფრქვევს, ვერც დაწყნარდება და ვერც თქვენს სიტყვებს გაიგონებს, შეგონებები ფუჭია. მისი აღზრდა მხოლოდ “წყნარ პერიოდში” შეიძლება

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ვის გაეზრდება ოქტომბრიდან ხელფასი 10%-ით?
Öncəki yazı
ჟოლო..