This is a specific ad

არ ჩაულაგოთ ჩანთა და ნუ უქებთ სკოლას” – პირველკლასელთა მშობლების 5 მთავარი შეცდომა

46

Another advertisement

პირ­ვე­ლი კლა­სი არა მხო­ლოდ ბავ­შვის­თვის, მშობ­ლე­ბის­თვი­საც გა­მოწ­ვე­ვაა. შე­სა­ბა­მი­სად, შეც­დო­მე­ბის­გა­ნაც არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი. წარ­მო­გიდ­გენთ პირ­ველკ­ლა­სელ­თა მშობ­ლე­ბის 5 ყვე­ლა­ზე ხშირ შეც­დო­მას. ჩან­თის ჩა­ლა­გე­ბა ბავ­შვის მა­გივ­რად­თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ და­ეხ­მა­როთ. „მი­ყუ­როს და თან­და­თან ის­წავ­ლი­სო“ – ასე ფიქ­რი შეც­დო­მაა. ყვე­ლა უნა­რი პრაქ­ტი­კით გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. ბავ­შვმა თა­ვად უნდა ჩა­ა­ლა­გოს ჩან­თა, თქვენ, უბ­რა­ლოდ, გზა­დაგ­ზა სა­ჭი­რო შე­კი­თხვე­ბით ეხ­მა­რე­ბით: „ხომ არა­ფე­რი გრჩე­ბა?“, ხატ­ვის გა­კეთ­ვე­ლის­თვის რა დაგ­ჭირ­დე­ბა?“, „მოდი, შე­ვა­მოწ­მოთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩადე თუ არა.“ თუ სკო­ლის ჩან­თა ბავ­შვის ხელ­ში მხო­ლოდ კლას­ში შეს­ვლის წინ აღ­მოჩ­ნდე­ბა, ეს უკვე ნორ­მად იქ­ცე­ვა. ის ჩან­თას, რო­გორც პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, აღა­რა­სო­დეს აღიქ­ვამს. ჯო­ბია, თა­ვი­დან მი­ეჩ­ვი­ოს, რომ მას­ზეა ჩან­თის ჩა­ლა­გე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.სკო­ლის ზედ­მე­ტი ქე­ბა­რო­ცა სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე არ­წმუ­ნებთ, რომ სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის მხი­ა­რუ­ლე­ბაა და სა­ინ­ტე­რე­სოა იქ ყოფ­ნა, მას იმედ­გაც­რუ­ე­ბის­თვის წი­რავთ. იმის­თვის, რომ სკო­ლა­ში კარ­გი გან­წყო­ბით წა­ვი­დეს, მშობ­ლე­ბი სრუ­ლი­ად არა­რე­ა­ლურ სუ­რათს უხა­ტა­ვენ შვი­ლებს და იქა­უ­რო­ბას სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლად უსა­ხა­ვენ. პირ­დე­ბი­ან, რომ ბევრ ახალ მე­გო­ბარს გა­ი­ჩენს. სი­ნამ­დვი­ლე­ში სკო­ლა­ში ყვე­ლა მა­შინ­ვე ვერ იჩენს მე­გობ­რებს. სი­ტუ­ა­ცი­აც სკო­ლა­ში ხან მხი­ა­რუ­ლია, ხან დამ­ღლე­ლი და მო­სა­წყე­ნი. თუ ბავ­შვი და­ი­ჩივ­ლებს, რომ გაკ­ვე­თი­ლი მო­სა­წყე­ნი იყო და ამ დროს დედა ეტყვის: „რას ამ­ბობს, რამ­დენ ახალ რა­მეს იგებ, მო­სა­წყე­ნი კი არა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა“, დედა-შვილს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია ირ­ღვე­ვა. ბავ­შვი ას­კვნის, რომ მისი არ ეს­მით. ასე რომ, ნუ გა­ა­უ­ფა­სუ­რებთ მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს და სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვით მისი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოში ნახევარი მილიარდის ინვესტიცია შემოვიდა – მაჩვენებელი წლიურად თითქმის 30%-ით გაიზარდა – „საქსტატი“
Öncəki yazı
B2 ვიტამინის 4 სარგებელი