ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი გაუუქმა. ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ, გამოვიყენო დისკრეცია და “გამჭვირვალობა საქართველოს” და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციასა და ეკა გიგაურს დაევალათ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კუპრაშვილმა ბრიფინგზე.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, გუშინ, გავრცელებულ ტექსტში ირაკლი კობახიძე წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონს, რადგან ფაქტია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს და აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუმცა პრემიერი განმარტავს, რომ სახელმწიფო ინტერესებისთვის და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, მიზანშეწონილია “გამჭვირვალობა საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.