ანამგზავრიდან მიღებული მონაცემებით, ანტარქტიდის მიმდებარე ზღვის ყინული, წინა წელთან შედარებით, ბევრად შემცირებულია. ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელია რეგიონისთვის, რომელიც ოდესღაც გლობალური დათბობის მიმართ შედარებით მდგრადი ჩანდა. “ყველა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რაც წლების წინ კეთდებოდა, დღეს გაცილებით მძიმეა ვითარებაა. ეს ძალიან დამაფიქრებელია“, – ამბობს ვალტერ მაიერი, რომელიც ზღვის ყინულს “თოვლისა და ყინულის ეროვნული მონაცემთა ცენტრის“ მეშვეობით აკონტროლებს.ფაქტია, ანტარქტიდაში ტემპერატურა უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე ნაწინასწარმეტყველები იყო… ეს პინგვინების ყინულოვან ჰაბიტატს სულ უფრო დაუცველს ხდის, რადგან ზამთარში ყინულის ფორმირებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ზაფხულში ის უფრო სწრაფად თხელდება. ეს პროცესები, საბოლოოდ, გამოიწვევს იმას, რომ საუკუნის ბოლოსთვის საიმპერატორო პინგვინების კოლონიების 90%-ზე მეტი, პრაქტიკულად, გაქრება”, – ამბობს BBC-სთან ანრაქტიკის შემსწავლელი ბრიტანული სამსახურის წარმომადგენელი პიტერ ფრეტველი.
-