This is a specific ad

ამნისტია ცხადდება პირებზე, რომლებმაც, დანაშაულებრივი გზით დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწა

43

Another advertisement

პრემიერიც ინიციატივით, ამნისტია ცხადდება პირებზე, რომლებმაც, დანაშაულებრივი გზით დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი.

ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხებათ მათ, ვინც სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს 2024 წლის 1 სექტემბრამდე აანაზღაურებენ.

„წლების განმავლობაში დაგროვდა ასეთი სახის პრობლემა – ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიებები. ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პროკურატურასთან, პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე.

ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტიის თანახმად, სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან, პირობითი მსჯავრისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლების 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.

ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ან სახელმწიფო საწარმოს, სსიპ-ების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების შემთხვევებზე.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ დატოვების გზით, თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის გადახდის გზით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
ხვალ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება
Öncəki yazı
Dövlət torpaqlarını cinayət yolu ilə qeydiyyata alan şəxslərə amnistiya açıqlanıb