This is a specific ad

ამინდი იცვლება – ნახეთ, პროგნოზი ქალაქების მიხედვით

74

Another advertisement

13 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +18, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში მზიანი დღე იქნება,. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
არჩევნები წარიმართება უპრეცედეტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა – ვისმენთ ათასგვარ მუქარას, შანტაჟს, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება – დღეს ცნობილ მუსიკოსებს სენაკი და ვანი უმასპინძლებს