This is a specific ad

ამერიკულ ბაზებზე ევროვასი გაზლიერებული მზადყოფნა გამოცხადდა

50

Another advertisement

ევროპაში დისლოცირებული რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზა გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს და მათი დაცვის დონე გაზარდეს. ღონისძიებებს აშშ-მ გასულ  შაბათ-კვირას მიმართა, მათ შორის გერმანიის ქალაქ შტუტგარტის გარნიზონში, სადაც განთავსებულია ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის შტაბ-ბინა. გააძლიერეს დონემდე „ჩარლი“, ამ დონეს იყენებენ მაშინ, როდესაც ინციდენტის ან შესაძლო ტერაქტსა და თავდასხმასთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების მიღების შემთხვევაში.

ევროპაში ერთ-ერთ ამერიკულ ბაზაზე მყოფი რესპოდენტი CNN-თან საუბრისას ამბობს, რომ ამერიკის სამხედრო ბაზებზე, მსგავსი ზომები სულ მცირე 10 წელია აღარ მიუღიათ.

ამ ეტაპზე დაუდგენელია თუ რა სადაზვერვო მონაცემებმა გამოიწვია ამერიკულ ბაზებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. ოფიციალური სამსახურები ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა დენ დეიმ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ისინი მუდმივად აფასებენ სხვადასხვა ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოებაზე და ხშირად იღებენ დამატებით ზომებს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
აფეთქება თურქეთში: არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც
Öncəki yazı
Bu gün və sabahın hava proqnozu