This is a specific ad

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

18

Another advertisement

ამერიკელი ეპიდემიოლოგი მაიკლ ოსტერჰოლმი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს, – იუწყება DailyMail-ი.

აშშ-ში ქრონიკული დაავადება CWD, რომელსაც ასევე „ზომბის ვირუსს“ უწოდებენ ირმებში ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვეტერინარების თქმით, დაავადება არ იკურნება და ცხოველებში სიკვდილს იწვევს.

ამერიკელი მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ ირმის დაავადება, შესაძლოა, გარეულ ღორებზე გავრცელდა. მათგან კი დაავადება შეიძლება შინაურ ღორებზეც გავრცელდეს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ბოლო მონაცემებით, ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აშშ-ს 33 შტატშია გავრცელებული, თუმცა დაავადების ადამიანზე გავრცელების არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული.

ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აზიანებს ირმების ტვინს, ცხოველები მკვეთრად კარგავენ წონას, ეკარგებათ კოორდინაცია და ა.შ.

Sonrakı yazı
ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს – ნიკოლ ფაშინიანი
Öncəki yazı
Gürcüstanda oturma izni kimlərə verilir?- ARAŞDIRMA