This is a specific ad

აზოვის ზღვის თავზე უკრაინამ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო და ერთიც დააზიანა

53

Another advertisement

უკრაინამ 14 იანვრის ღამით აზოვის ზღვის თავზე ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ამოიღო მიზანში და რაკეტა ორივეს მოარტყა, აქედან ერთი ზღვაში ჩავარდა, მეორე კი, დიდი ალბათობით, ავარიულად დაეშვა ანაპის აეროდრომზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. ჯერჯერობით, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს აღნიშნული ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

უკრაინული მედიასაშუალება „RBC“ იტყობინება, რომ ჩამოგდებულია რუსეთის საჰაერო ძალების დიდი ზომის სადაზვერვო თვითმფრინავი А-50, რომელიც აზოვის ზღვის თავზე მორიგეობდა. რაც შეეხება Ил-22М11-ს, რომელზეც მფრინავი სამეთაურო პუნქტია განთავსებული, რაკეტის მოხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, რუსეთის ქალაქ ანაპის აეროდრომში ავარიულად დაეშვა. „RBC-ს“ ცნობით, მათ მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რადიოარხის საშუალებით პილოტი როგორ ითხოვს აეროდრომში მეხანძრე-მაშველების დახვედრასა და ევაკუაციას. თვითმფრინავის სიგნალი რადარებიდან სწორედ დაშვების მომენტში გაქრა, თუმცა უცნობია, რა ტიპის დაზიანება აქვს საფრენ აპარატს.

კიდევ ერთი უკრაინული მედიასაშუალების, Unian-ის ცნობით, რუსული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად უკრაინამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პატრიოტი“ გამოიყენა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
Öncəki yazı
DTX: “Rusiya işğalçı qüvvələri Gürcüstan vətəndaşını qanunsuz olaraq saxlayıblar”