This is a specific ad

აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები

92

Another advertisement

ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები, ორმხრივი სიყვარული და კავშირი საუკუნეების მანძილზე არსებობდა, როგორც ბუნებრივი, ჰარმონიული პროცესი. ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურათა ურთიერთობასა და მათი ურთიერთზეგავლენის საკითხებს როგორც თანამედროვე, ისე ისტორიულ ასპექტში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

სრული ჭეშმარიტებაა ის ფაქტიც, რომ ამ ორ ერს შორის ლიტერატურული ურთიერთობების ჩამოყალიბება არის არა რომელიმე შემოქმედისა თუ პოლიტი-კოსის დამსახურება, არამედ მრავალწლიანი კონტაქტის შედეგი

აღსანიშნავია ქართველ-აზერბაიჯანელთა ადათების ტიპოლოგიური მსგავსებანი, მაგალითად: „ათასი მეგობარი ცოტაა, ერთი მტერი კი – ბევრი“ .

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, ქართველებს აზერბაიჯანული სიმღერები ხიბლავდათ – Ay bəri bax, bəri bax (აბა, შემომხედე), Qalada yatmış idim (სასახლეში მეძინა), Qalanın dibində (სასახლის ძირში), Bağçada güllər (ყვავილები ბაღში) და სხვანი.

ქართულ მოთხრობებში ხშირად მოიხსენიება მოლა ნასრედინის სასაცილო ამბები. სწორედ აზერბაიჯანელი მოხეტიალე მუსიკოსების – აშუღების ზეგავლენით, მსგავსმა მიმდი-ნარეობამ მყარად მოიკიდა ფეხი ქართულ პოეზიაში.

ქართველ-აზერბაიჯანელთა მეგობრობამ და სულიერმა კავშირმა დიდი კვალი დატოვა ქართველთა მწერლობაში. მაგალითად, VII ს-ის მწერალი იოანე საბანისძე ადიდებს ბაბექის მიმდინარეობას, ნიზამი განჯევის უკვდავმა შემოქმედებამ დიდი ინტერესი აღძრა ქართველებში – მას ხშირად მოიხსენიებდნენ და უძღვნიდნენ ნაწარმოებებსაც კი.

ნაყოფიერი მიწით, არაჩვეულებრივი ბუნებით, ქართველი ვაჟკაცებითა და ქართველი ქალების სილამაზით შთაგონებული ნიზამი ადიდებდა ამ ნაყოფიერ ქვეყანას და ამბობდა, რომ იგი „სინათლეა თვალისა“, თბილისი კი „არის მიწა სამოთხის მორთულობებით შემკული“. ნიზამის ხამსას ქართული თარგმანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის ფაქტი, რომ ნიზამის ხამსასა და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს საერთო იდეა და მსგავსი მახასია-თებლები აქვთ, აშკარა დასტურია იმისა, რომ ამ ორ ერს მჭიდრო ლიტერატურული ურთიერთობები ჰქონდა.

ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღმავება შეინიშნება. ასპარეზზე გამოდიან აზერბაიჯანელი ნარიმან ნარიმანოვი, ა. შაიგი, ომარ ფაიკი, ჰუსეინ მინასაზოვი, ჯაჯილ მამედ ყულიზადე, ჰუსეინ ჯავიდი, სამედ ვურღუნი, მიქაილ მუშვიგი, სულეიმან რუსტამი, რასულ რზა, მ. რაჰიმი, ჰ. არიფი (XX ს.).

აზერბაიჯანულ მწერლობასთან ურთიერთობის თვალსაზრისით აღსანიშნავია ქართული ლიტერატურის კლასიკოსების – სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი ლეონიძის, კარლო კალაძისა და სხვათა შემოქმედება.

XX ს-ის II ნახ-სა და XXI ს-ის დასაწყისში ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაზე დაკვირვებამ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მეცნიერების წარმატებები გამოავლინა – ადილ მიშიევის, მადად ჩობანოვის, ვალეჰ ჰაჯიევის, შურადინ მამადლის, ჰამიდ ვალიევის, ალი მუსაევის, შაჰბაზ შამითღლუსა და სხვა მკვლევართა სტატიები სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნდა.

ღმად გვწამს, რომ ეს მრავალწლიანი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება და უფრო მეტად გაღრმავდება მომავალში.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Yerli özünüidarəetmə Marneuli Mədəniyyət Mərkəzini təşəkkürnamə və pul mükafatı ilə təltif edib
Öncəki yazı
Turistləri “Titanik”in dağıntılarına aparan “Tour” sualtı qayığı yoxa çıxıb