This is a specific ad

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

37

Another advertisement

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ულოცავს.

ალი ასადოვის თქმით, ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

„გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას.

ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება ქვეყნის წინსვლასა და შემდგომ განვითარებას, ამავდროულად ხელს შეუწყობს აზერბაიჯანი- საქართველოს ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ტრადიციებზე.

ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მოძმე ქართველ ხალხს კი ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – აღნიშნავს ალი ასადოვი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
1 Noyabr tarixinədək hava proqnozu açıqlandı
Öncəki yazı
უმრავლესობა უფლებამოსილია მინიმუმ 76 ხმით დააკომპლექტოს მთავრობა, „ქართულ ოცნებას“ კი 89 მანდატი აქვს. ჩვენ შევიკრიბებით შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის თავზე და ჩვენი მანდატის ფარგლებში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას – ანრი ოხანაშვილი