This is a specific ad

აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნას ვუჭერთ მხარს, რომელიც სასარგებლო იქნება, მათ შორის საქართველოსთვისაც, აზერბაიჯანისგან დადებით პასუხს ველოდებით – არარატ მირზოიანი

15

Another advertisement

ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნას, წინადადებები, რომლებიც სომხეთმა აზერბაიჯანს გაუგზავნა, ამ პოზიციას ეყრდნობა და დადებით პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ერევანში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნა დიდი ეკონომიკური გავლენის მქონე იქნება, არამარტო ქვეყნის ფარგლებში, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

„სომხეთის პოზიცია ოფიციალურად არის გაცხადებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანთან ბლოკის მოხსნას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ თვითონვე კონსტრუქციული პოზიციით გამოვდივართ და კონსტრუქციული ვიყავით ყოველთვის. წინადადებები, რომლებიც სომხეთმა აზერბაიჯანს გაუგზავნა, რა თქმა უნდა, ამ პოზიციას ეყრდნობა და ველოდებით დადებით პასუხს. აზერბაიჯანულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ბლოკი მოიხსნას და ეს ფაქტი ძალიან დიდი ეკონომიკური გავლენის მქონე იქნება, არამარტო ქვეყნის ფარგლებში, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ეს გაცხადებულია ჩვენს სამშვიდობო შეთანხმებაშიც, ფუნდამენტური პოზიციებია გაცხადებული, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებითაც. ეროვნულ კანონმდებლობას რაც შეეხება და როგორ ხდება ამ საკითხის ასახვა კანონმდებლობაში, ბუნებრივია, 21-ე საუკუნეა და გვესმის, ლოჯისტიკური გადაჭრა უნდა იქნეს მონახული და გამარტივებული იყოს პროცესები, ამას ვაცნობიერებთ და აზერბაიჯანთან გვქონდა საუბარი. ბლოკის მოხსნაზე როდესაც არის საუბარი, ჩვენ გვინდა, მარტივი გზა იყოს არჩეული და გამოყენებული. აქედან სარგებელი იქნება ყველასთვის, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვებისთვის. პოზიცია იგივეა ჩვენთვის. შედეგებზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

რაც შეეხება საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ურთიერთობა ძალიან დიდი ისტორიის და დიდი მომავლის საკითხია.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Çexiya hökuməti Gürcüstan Daxili İşlər Nazirliyinin üç əməkdaşına qarşı sanksiya tətbiq edib
Öncəki yazı
აშშ-ში, ავიაკატასტროფის ადგილას, 18 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს – სამძებრო ოპერაცია გრძელდება