Another advertisement
ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, საქარიის პროვინციაში, ავარიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დაშავებულია 50-ზე მეტი პირი.
ავტოსაგზაო შემთხვევაში 7 სატრანსპორტო საშუალება იყო ჩართული. მათ შორის – ავტობუსები და სატვირთო. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.