This is a specific ad

ავტობუსში მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

48

Another advertisement

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ავ­ტო­ბუს­ში მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ როინ მე­ბო­ნი­ას 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლის უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით შეც­ვლის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რე ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ გზას გა­მო­ი­ყე­ნებს.

„ძა­ლა­ში დარ­ჩა იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც პირ­ველ ინ­სტან­ცი­ას ჰქონ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვ­და სას­ჯე­ლის უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით შეც­ვლას – მო­სა­მარ­თლემ არ და­უ­ნიშ­ნა უვა­დო და ძა­ლა­ში და­ტო­ვა 20 წელი. თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ იყო ჯან­მრთე­ლი. ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს შე­ზღუ­დუ­ლი შე­რა­ცხა­დო­ბა ჰქონ­დაო. მგო­ნია, ვერ გა­ბე­დეს იმ დი­აგ­ნო­ზის და­წე­რა, რაც მას ნამ­დვი­ლად ეკუთ­ვნო­და.

გა­ნა­ჩენს ვნა­ხავთ და გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ გზას, რაც შე­საძ­ლოა, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას“,- გა­ნა­ცხა­და სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი როინ მე­ბო­ნია დამ­ნა­შა­ვედ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 თე­ბერ­ვალს ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხედ 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა მო­ი­ღო. მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, მსჯავ­რდე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე სას­ჯელს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში მო­იხ­დის.

შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში, 2022 წლის 21 მა­ისს მოხ­და. შსს-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მოძ­რავ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლეს არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, ცივი ია­რა­ღით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შე­დე­გად ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
ბრიუსელის ქუჩებსა და საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მორიგი საჯარო განხილვა გაიმართა.