Another advertisement
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სადახლოში, სკოლის წარმატებით დასრულება და მომავალი სტუდენტობა მიულოცეს ახალგაზრდებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვმა, საკრებულოს წევრებმა ვასილ ხახულაშვილმა და აიაზ ხუდიევმა ახალგაზრდებს სიგელები გადასცეს.
წელს სადახლოდან 98-მა ახალგაზრდამ ერთიანი ეროვნული გამოდცები წარმატებით ჩააბარა. ისინი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.