This is a specific ad

ადგილობრივი თვითმმართველობამ მარნეულის კულტურის ცენტრი მუნიციპალიტეტში თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფულადი პრიზით დააჯილდოვა

93

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალურ დასს, მორიგი წარმატება მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული, სიღნაღის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, სადაც გამარჯვებული გახდა მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „მარინა რევია“.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები, ასევე პროფესიული სახელმწიფო თეატრები სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, მარნეულის კულტურის ცენტრი მუნიციპალიტეტში თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
Öncəki yazı
Milli Ətraf Mühit Agentliyi gözlənilən hava şəraiti ilə bağlı əhaliyə xəbərdarlıq edir