This is a specific ad

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

38

Another advertisement

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგოებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.

15 წლამდე გოგოებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

15-დან – 45 წლამდე გოგოებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.

პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და კაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.

პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Papillomavirusa qarşı peyvənd üçün yaş qrupu artıb
Öncəki yazı
İrəvanda etirazçılar rus pasportlarını cırdılar