Another advertisement
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში აქტიურად კვლავ 2 მოქალაქეს ეძებენ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 მოქალაქიდან ორ ადამიანს იდენტიფიცირების პროცედურები უტარდება.
“ამ დროისთვის მდგომარეობა უცვლელია. ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, ორ გარდაცვლილზე მიმდინარეობს დნმ-ის კვლევა. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.ადამიანების ძებნა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირე მოსაზრება იმისა, რომ შესაძლებელია ისინი ინახოს“, – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.