This is a specific ad

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს

49

Another advertisement

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს.„დინამო ბათუმი“ ამ ზაფხულს კონფერენსლიგაში ითამაშებს.

კერძოდ, გუნდი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდება, 13 ივლისს – სტუმრად, 20 ივლისს კი – შინ.წარმატების შემთხვევაში „დინამოს“ მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ეტაპზე თურქული „ბეშიქთაში“ იქნება.

გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში, კიევის „დინამოში“ დაიწყო და გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. „დინამო ბათუმის“ ცნობით, წიტაიშვილი ბათუმში ერთწლიანი იჯარის საფუძველზე ითამაშებს.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ტრიქინელოზის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა
Öncəki yazı
Onkoloji diaqnozu olan bütün uşaqlar dövlətin maliyyəsi ilə xaricdə tam müalicə alacaqlar