თველს დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში შეხვდებით. ასე მაგალითად, სალომე დოლიძე დუბაიში ცხოვრობს, სალომე ამირა – მას იქ ასე ეძახიან. ამჟამად ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელია. ძალიან უყვარს თავისი საქმე და მთელი გულით ემსახურება მას. საერთოდ, როგორ აღმოჩნდა სალომე დუბაიში, როგორ ცხოვრობს იქ და რა გზა განვლო ბათუმიდან დუბაიმდე, ამაზე თავად გვესაუბრება. – საქართველოში ცხოვრებისას ვმუშაობდი დუბაის ერთ-ერთ ტურისტული კომპანიის ოფის-მენეჯერად. სწორედ იმ პერიოდში მოვხვდი პირველი ვიზიტით ემირატებში, კერძოდ, დუბაიში. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, რომელმაც სამარადჟამოდ მიმიზიდა და მომაჯადოვა… ემირატებში საცხოვრებლად გადასვლა კი სპონტანურად მოხდა. ერთ დილას გავიღვიძე, გავიფიქრე და ერთ კვირაში განვახორციელე.
Enter
You sent
თქვენს სფეროში რა არის მთავარი? – ჩემს სფეროში მთავარი გიყვარდეს შენი საქმე, ზრდიდე ტურებს როგორც საკუთარ შვილს, გიყვარდეს ახალი აღმოჩენები. რაც მთავარია, ყველაფერი აკეთო მთელი გულით და სიყვარულით. ყოველი ტურისტი ხვდება მისდამი გაცემულ სითბოსა და სიყვარულს. ეს კი ჩვენ ბუმერანგივით ორმაგად გვიბრუნდება. ძალიან ბევრი სტუმარი მყოლია ტურზე თუნდაც 1 დღით, სწორედ ეს ტური იყო დიდი მეგობრობის დასაწყისი. ძალიან ბევრი სტუმარი დღეს ჩემი ცხოვრების ძვირფასი ნაწილია და საუკეთესო მეგობრები… რატომღაც ისე მოხდა, ბევრი ვერ მეკითხება თუ რატომ მაცვია მუსლიმური სამოსი. ასე შორიდანაც ესაუბრო ხალხს და აუხსნა, რა მოხდა ან რატომ, ბევრი ამას ვერ გაიგებს… ვერ აღვწერ იმ გრძნობას, აზანის ხმაზე ჩემი გული როგორ ძგერდა. ყველაფერი ბუნებრივად მოდის, რაღაც გიზიდავს და დგამ რადიკალურ ნაბიჯს. ეს შინაგანი სამყაროა და ბევრად პირადული. წლების წინ ვერც წარმოვიდგენდი ჩემს ასეთ ცვლილებას. აზრადაც ვერ გავივლებდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება… მე საკუთარი თავი ვიპოვე და გაცილებით უფრო მშვიდად ვარ… მართლმადიდებელ მოძღვართან ამ თემაზე არ მისაუბრია და ვიცი, გული ძალიან დაწყდება. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აუცილებლად პირადად გავესაუბრები. იმედია, შემინდობს. თუ არის შესაძლებელი.