This is a specific ad

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა

53

Another advertisement

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

ბაიდენმა პუტინის შესახებ ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

„ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებაზე, სადაც ტრამპი ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის მსგავსად, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ჯო ბაიდენის თქმით, ის გაოგნებულია ტრამპის ამ განცხადებით.

„ზოგიერთი რამ, რასაც ეს ადამიანი ამბობს, მაგალითად, ნავალნისთან საკუთარი თავის შედარება, განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა კომუნისტურ ქვეყნად იქცა და მას დევნიდნენ ისე, როგორც ნავალნის, არ ვიცი, საიდან მოდის ეს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“Qarabağ” bu gün yenidən tarix yaza bilər
Öncəki yazı
“-5 გრადუსი” – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში