Another advertisement
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია: თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. მისი წყალობით, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, აშშ კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.