This is a specific ad

ჯანდაცვის სამინისტრო – 2 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია

35

Another advertisement

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია.

მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა.

“არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მათ შორის – აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუს გამარჯვება დაადასტურა
Öncəki yazı
ლევან მაჭავარიანი: სკოლების გაფიცვა, ბავშვების აქციაზე მიყვანა, ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ არასრულწლოვანები ჩართეს აქციაში, რაც პირდაპირ ამ რადიკალების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია