This is a specific ad

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე

58

Another advertisement

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.

უწყება, საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავს, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული.

სამინისტროს ცნობით, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.შეგახსენებთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით, ლარის კურსის გამყარების გამო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საქართველოში, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია.

თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Səhiyyə Nazirliyi – Gürcüstanda türk dərmanları bahalaşmayacaq
Öncəki yazı
მართმადიდებელი ეკლესია ორი უდიდესი წმინდანის – კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს