This is a specific ad

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით აბორტის გაკეთების წესი იცვლება

23

Another advertisement

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებით აბორტის გაკეთების წესსები იცვლება. ახალი წესები 1 იანვრიდან ამოქმედდება. ზურაბ აზარაშვილის მიერ ხელმოწერილი ცვლილებებით აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.ყველა სხვა შემთხვევაში, თუ ორსული ქალის დაავადება, რომელიც არ არის მინიშნებული ჩამონათვალში და ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს, ბრძანების თანახმად, საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ იხილება კომისიურად (პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით), პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის დაწესებულებაში –კომისიური წესით.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თიბისის სერვისები ემიგრანტებისთვის
Öncəki yazı
Prezident rus işğalçı qüvvələri tərəfindən öldürülən Tamaz Qinturinin ailəsini ziyarət edib