This is a specific ad

ჯანდარის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს

54

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში მოსახლეობას უკვე რამდენიმე დღეა, რაც სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამის მიზეზი კი სასმელი წყლის მთავარი მილის დაზიანებაა.

ქალაქ მარნეულის დეპუტატი ვასილ ხახულაშვილი ჯანდარში მივიდა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძველი მილი ახლით შეიცვლება და მოსახლეობას წყალმომარაგება მალე აღუდგება.

ცნობისთვის, მარნეულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ მარნეულსა და სხვა სოფლებში მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 135 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Toivo Klaar: Ermənistan-Azərbaycan normallaşmasına aid həll olunmamış az məsələ qalıb
Öncəki yazı
Candar sakinləri içməli su problemindən əziyyət çəkirlər