Another advertisement
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.
გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.