საარჩევნო პროცესში ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ელექტრონული არჩევნების უპირატესობები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გაგვაცნო.საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქე ჩვეულებისამებრ გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, შემდეგ წარადგენს პირადობის მოწმობას, რომელსაც რეგისტრატორი კომისიის წევრი ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს, რის შემდეგაც აპარატიდან ამოიბეჭდება ე.წ. ქვითარი, რომელზეც დატანილია მოქალაქის პირადი მონაცემები და რომელზე ხელმოწერითაც ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს; თუ პირი იმ უბნის ამომრჩეველი არ არის ან ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობს, აპარატი ხმას გამოსცემს და კომისია შესაბამისად რეაგირებს; მარკირების პროცედურა, ცხადია, კვლავინდებურად ძალაში მას შემდეგ, რაც ამომრჩეველს გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, ის კომისიის თანდასწრებით აფერადებს საცდელ წრეს, მიდის ფარული კენჭისყრის კაბინასთან და სპეციალური მარკერით აფერადებს (და არა – შემოხაზავს) იმ წრეს, რომელიც მოცემულია მისთვის სასურველი კანდიდატის წინ. ბოლოს, ამობრუნებულ ბიულეტენს ხმის მთვლელ აპარატში ათავსებს.
-