This is a specific ad

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 13 დარღვევა დაფიქსიერდა

64

Another advertisement

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 13 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 – მცხეთა-მთიანეთის, 2 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 26 – შიდა ქართლის, 3 – სამცხე-ჯავახეთის, 7 – გურიის, 3 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 – იმერეთის, ხოლო 12 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 43 კუბურ მეტრამდე მერქანი; მათ შორის, 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 8 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1064 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1472 კუბური მეტრი შეადგინა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ ფანგანმა, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორთან ქეთევან ჯაყელთან და სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
Öncəki yazı
გაყიდვები და ბრუნვა პანდემიამდე მაჩვენებელს უბრუნდება – „ლილო მოლი“ წელს აჯამებს