This is a specific ad

„ძლიერ საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ახალი სტრუქტურის ალტერნატიული პარლამენტის შექმნას სთავაზობს

12

Another advertisement

ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ვთავაზობთ ახალი წარმომადგენლობითი სტრუქტურის შექმნას. ამ ცენტრში, უნდა მოხდეს ახალი პროგრამების, პოლიტიკური ხედვების შემუშავება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, საჭიროა, გაფართოვდეს კონსულტაციები ამ საკითხის გარშემო.

„მნიშვნელოვანია, რომ ახლა გვაქვს საშუალება, ფორმალურადაც გავაფორმოთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული შედეგების ნახვისას, რომელსაც არ ვაღიარებთ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოგვყავს სისრულეში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ის ამომრჩევლები, ხმები, მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი და სხვა ოპოზიციური გაერთიანებების მხარდამჭერები არიან, არ დარჩნენ წარმომადგენლობითობის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრინციპულად ახალ ეტაპზე ავიდეს ოპოზიციის თანამშრომლობა როგორც ერთმანეთთან, ასევე სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფებთან, გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ორგანიზებული და უფრო წარმომადგენლობითიც. ამიტომ, ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ვთავაზობთ ახალი წარმომადგენლობითი სტრუქტურის შექმნას. სახელზე შეიძლება, ვიფიქროთ, შეიძლება, ეწოდოს ალტერნატიული პარლამენტი, წარმომადგენლობითი საბჭო ან რაიმე სხვა, ბუნებრივია, ეს შეთანხმების საკითხია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ასეთი წარმომადგენლობითი ორგანო სამი მნიშვნელოვანი მიზნისთვის, საბრძოლველად:

პირველი – ეს არის უკეთესი წარმომადგენლობა, უკეთესი კოორდინაცია, უკეთესი ორგანიზაცია, მეორე –  საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია და ერთობლივი, უფრო ორგანიზებული ფრონტით ბრძოლა, რათა, ერთი მხრივ, არ მოხდეს გაყალბებული შედეგების ლეგიტიმაცია დემოკრატიული პარტნიორების მიერ, მეორე მხრივ, ფასის გადახდა მოუწიოთ დამრღვევებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. მესამე – ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ცენტრში, რომელიც უნდა იყოს როგორც რეალური, ასევე სიმბოლური ცენტრი გაყალბების მიმართ სამოქალაქო წინააღმდეგობისა, უნდა მოხდეს ახალი პროგრამების, პოლიტიკური ხედვების შემუშავება, რომლებიც აუცილებელია, რომ საქართველომ განაახლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ქართული ქარტიის მიხედვით აქვს აღებული ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს, მათ შორის „ძლიერ საქართველოს“.

ამ სამი მიზნის მისაღწევად პარტნიორებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ფართო კონსულტაციებს ვთავაზობთ. ეს კონსულტაციები დაწყებულია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, უფრო სამუშაო დონეზე. ახლა დროა, უფრო გაფართოვდეს ეს წრე, შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და განვაახლოთ ჩვენი ბრძოლა ახალი ეტაპიდან. გუშინ არაფერი დასრულებულა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: ახლა არის ის დრო, როდესაც თქვენ უნდა დაწეროთ განცხადებები, 60 ადამიანი ჯერ კიდევ დუმს
Öncəki yazı
ოპოზიციას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ მოვუწოდებ, შემოვიდნენ, თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ – მდინარაძე