This is a specific ad

ცნობილია, როდიდან შეძლებთ ძველი პირადობების უფასოდ შეცვლას – ვის შეეხება აქცია?

33

Another advertisement

2024 წლის 15 მარ­ტი­დან იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი (ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი) პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის მფლო­ბელ­თათ­ვის პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბე­ბით (ID ბა­რა­თით) უსას­ყიდ­ლოდ ჩა­ნაც­ვლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 2011 წლის 28 ივ­ლი­სამ­დე გა­ცე­მუ­ლი არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი (ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი) პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბით (ID ბა­რა­თით) უსას­ყიდ­ლოდ ჩა­ნაც­ვლე­ბის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და მო­ბი­ლურ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს უნდა მი­მარ­თონ.

“სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ უცხო­ელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის, პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) მოწ­მო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის გა­ცე­მის წე­სის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2024 წლის 1 ივ­ლი­სი­დან უქ­მდე­ბა 2011 წლის 28 ივ­ლი­სამ­დე გა­ცე­მუ­ლი არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი (ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი) პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bu gündən bu şəxsiyyət vəsiqələri pulsuz dəyişdiriləcək – ƏTRAFLI
Öncəki yazı
Rustavidə avtomobil aptekə çırpılıb