აზერბაიჯანიდან პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2024 წლის იანვარ-მარტში 12,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა .
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში 7,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დაბრუნდა.
პირველ კვარტალში აზერბაიჯანის წილმა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან მოცულობის 6 % შეადგინა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 201,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64,4 %-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით თურქეთი ლიდერობდა 21%-ით ( 42,4 მლნ აშშ დოლარი). მას მოჰყვა ჩეხეთი 41,5 მლნ აშშ დოლარით ( 20,6%) და ამერიკი შეერთებული შტატები 16,7%-თ ( 33,7 მლნ აშშ დოლარი).
საანგარიშო პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელდა – 78.7 მლნ აშშ დოლარი ან მთლიანი მოცულობის 39.1% ( 21.5 %-ით მეტი 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე ). მეორე ადგილი ვაჭრობის სექტორმა დაიკავა – 39,5 მლნ აშშ დოლარით ანუ 19,6%-ით ( 56,4 %-ით ნაკლები), მესამეზე კი ტრანსპორტი – 38,8 მლნ აშშ დოლარით ანუ 19,3%-ით ( 10,4%-ით ნაკლები).
2023 წელს საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციები 24% -ით შემცირდა და 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 53,6 მლნ აშშ დოლარი აზერბაიჯანზე მოოდის.