This is a specific ad

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

32

Another advertisement

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. კეთდება განცხადებები, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობას, რაიმე სახის დანაშაულს ჩადის. სამწუხაროა, რომ ცესკოს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომლის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში არაერთხელ განუმარტეს ის რეგულაციები და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხს არეგულირებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ინსტიტუციის დამოუკიდებლობის დაცვაში მხარდაჭერის ნაცვლად, თვითონ ახდენენ მის დისკრედიტაციას და საზოგადოებას უჩენენ აღქმას, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონს არღვევს და უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე. მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. აღნიშნული პროცედურის განხორციელებამდე სულ 2 დღე რჩება და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შექმნიან არასწორ აღქმებს და კანონთან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენებით ნუ დააზიანებენ როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს“, – ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მთავრობის დაკომპლექტება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით მოხდება – მამუკა ხაზარაძე
Öncəki yazı
თურქეთში სასწავლო – სავარჯიშო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი