This is a specific ad

“შოკირებულები ვართ…” – რა გახდა კახეთში 2 წლამდე ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

59

Another advertisement

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ გამარჯვებაში ოთხშვილიან ოჯახში წლისა და 7 თვის ბავშვი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა. ოჯახის წევრების განმარტებით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბავშვი საკვების გადაცდენის შედეგად ძილში ასფიქსიით გარდაიცვალა.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი გაზეთ „შირაქს“ ეუბნება, რომ სტაციონარში შეყვანისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. ამდენად, მედიკოსებს რეანიმაციული ღონისძიებების გატარება აღარ უცდიათ.

“პატარას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, აბსოლუტურად ჯანსაღი ბავშვი იყო. ღამით ჩვეულებრივად დედამ აჭამა, დააძინა და დილით გარდაცვლილი ნახა. შოკირებულები ვართ მომხდარით, გვიჭირს დაჯერება, რომ ჩვენი ფერია აღარ გვყავს“ – ამბობენ სოფელში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“აშშ-ის წინააღმდეგ ყველა იმ შეურაცხყოფისა და ტყუილის შემდეგ, არ არის სიურპრიზი, რომ კობახიძე მიღებაზე არ მიიწვიეს”-იან კელი
Öncəki yazı
აზერბაიჯანში პირველი ეროვნული წარმოების ლაზერული იარაღის Fireforce-ის დემონსტრირება გაიმართა