Another advertisement
20 ნოემბერს 14:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ძეგლთან და მარნეულის კულტურის ცენტრის დარბაზში „შოთაობა – 2023“ გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა გასართობი, და შემეცნებითი სახის აქტივობები მოეწყობა.
• 14:00-14:05 სთ. ძეგლის შემკობა გვირგვინით
• 14:05-14:15 სთ. აფორიზმები-ვეფხისტყაოსნიდან – მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი პერფორმანსი.
• 14:20- 15 :00 – თეატრალიზებული წარმოდგენა, დეკორაციებით შოთა რუსთაველის ეპოქის გაცოცხლება, გათამაშდება ნაწყვეტები პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“.
წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მსახიობები და მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “იბერიას” მოცეკვავეები.